მუსიკოსი მაია დარსმელიძე, ზურა ყიფშიძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, სოციალურ ქსელში გამეოხმაურა. მაიამ დაწერა, რომ საერთოდ უსამსახუროდ არის და ქვეყანაში ხელოვანებს არ აფასებენ. მომღერალმა წერილში ასეთი ფრაზაც ჩაურთო:
“ზოგის უნიჭო ამბიციური დედას და “ხელოვნებას” შევე*ი, ვზივარ სახლში, ჩემი მუსიკალური ბაგაჟით და აზროვნებით და ამ დროს, ვიღაც “სტრელკებიანი” გოიმ ფართი წარმოუდგენლად ბანძ კაბაში სარდელივით ჩატენილი, დგას გალя კონცერტის სცენაზე და თვალებგანაბული რაღაც ყ**ობას ყიყინებს… ფონოგრამაზე.”
მაიას წერილი სოციალურ ქსელში ინტერნეტ მომხმარებლების განხილვის საგანი გახდა. მომხმარებლების ნაწილი დაინტერესდა, თუ ვინ იგულისხმა მაიამ. ზოგიერთი ინტერნეტ მომხმარებლის აზრით, მაია დარსმელიძემ მომღერალი სოფო ბედია გააკრიტიკა, რომელიც ბოლო დროს ხშირად ჩნდება ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ კონცერტებზე… მაიას წერილზე სოფო ბედიას კომენტარი არ გაუკეთებია.
თავად მაიამ კი თავის კრიტიკოსებს მორიგი მკვეთრი საჯარო წერილით კვლავ სოციალურ ქსელში უპასუხა:
“მიუღებელი ლექსიკით შემიწუხებია თურმე ვიღაც კრაკაძილკა ნაშები. ჯერ სად ხართ, ისე გიხდებათ ეს ბამბაზიის მანდილის აღშფოთებული ქნევა და გულისწასვლები, რომ ტონუსში მეყოლებით აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე” – დაწერა მომღერალმა.