გოგოლა კალანდაძემ გოლიათ გოგონას, დედის სახელი დარქვა

0
3578

მსახიობი გოგოლა კალანდაძე მეოთხე შვილის დედა გახდა. მას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც დარია დაარქვა. როგორც მსახიობმა ჟურნალ “სარკესთან“ საუბარში აღნიშნა, მისი გოგონა გოლიათი, 4850 გრამი დაიბადა.

“ბედნიერი ვარ, რომ დარია მოევლინა ქვეყანას და უკვე 4 შვილის დედა ვარ. წონით დიდი იყო ბავშვი და აქედან გამომდინარე საკეისრო კვეთით გავაჩინე. აპრილის თვეში არის წმინდა დარიას დღე, თან დედაჩემს დარია ერქვა და ამიტომ დავარქვი ბავშვს ეს სახელი. ერთი წელიც არ არის გასული, რაც დედა გარდაიცვალა, მის საპატივცემულოდ დავარქვი ბავშვს ეს სახელი“ – განაცხადა მსახიობმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here