ლელა კილაძე სოციალურ ქსელში, გუკა რჩეულიშვილის და ქალიშვილის ფოტოს ავრცელებს. ფოტო ემოციურია, პატარა თრინითი მამას გულზე უწევს. სურათს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
თრინითის დაბადების დროს, გუკა რჩეულიშვილი პატიმრობაში იმყოფებოდა, ქალიშვილს პირველად გასულ კვირას, საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ შეხვდა და როგორც ჩანს ახლა მთელ დროს, ოჯახს უთმობს.