გოჩა ჩერტკოევი “ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურიში აღარ იქნება?

0
3151

“ცეკვავენ ვარსკვლავების“ გარშემო ვნებათაღელვა არ წყდება. ვინ მიიღებს მონაწილეობას პროექტში, უკვე თითქმის ცნობილია. აღსანიშნავია, რომ ამ სეზონზე პროექტში გამარჯვებისთვის, რამდენიმე უცხოელი მონაწილე იბრზოლებს, მათ შორისაა ტურისტი ჯასპერ ბლექი და ბრაზილიელი მოდელი.

ალბათ ყველასთვის წარმოუდგენელია “ცეკვავენ ვარსკვლავები“ გოჩა ჩერტკოევის გარეშე. სპეციფიური მეტყველების და იმიჯის მქონე მოცეკვავე, პროექტის ყველა სეზონის ჟიურის წევრი იყო, თუმცა წელს აღარ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “პრაიმ ტაიმი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გარკვეული პერიოდის მანძილზე პროექტიდან ნოე სულაბერიძის გაშვება, სწორედ გოჩა ჩერტკოევს უკავშირდებოდა. ამიტომ, როცა იმედზე სულაბერიძე დაბრუნდა, პროექტს ჩერტკოევი გამოეთიშა.

ინფორმაცია “პრაიმ ტაიმმა“ ნოე სულაბერიძესთან გადაამოწმა, რომელმაც ვარაუდი იმის თაობაზე, იქნება თუ არა ჩერტკოევი ჟიურიში, არც უარყო და არც დაადასტურა. რაც შეეხება მათ შორის არსებულ დაპირისპირებას, პროდუერმა აღნიშნა, რომ ისინი მეგობრები არიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here