ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი დიეტაზეა, მან 3 კილო სალომე გოგიაშვილის დიეტით დაიკლო, თუმცა შედეგით კმაყოფილი აღარ არის და დიეტას ცვლის.
“#დღე6 აღარ ვიკლებ ასე მგონია და საერთოდაც ვცვლი დიეტას! ყურადღება ახალი დიეტა!!!! ასე მითხრეს, სუპერ ეფექტურიაო
დილას -ორი კვერცხი და პომიდორი
2 საათში – ვაშლი 2 ცალი
2 საათში – ხაჭო (ერთი კოლოფი) და კიტრი ნებისმიერი რაოდენობის
3 საათში – ორი ჭიქა მშრალი წითელი ღვინო.
მნიშვნელოვანია დავიცვათ შუალედები“ – წერს ნუკი ფეისბუქზე.