“მარიხუანას დეკრიმინალიზაციით პენსია გაიზრდება“

0
2002

კახაბერი  ჟურნალ “თბილისელებთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მარიხუანას ლეგალიზების მომხრეა, რადგან არანაირი მონაცემი არ არსებობს, რომ მარიხუანას ადამიანის დაღუპვა, ან აგრესია გამოეწვიოს.

მისი თქმით, დღეს მარიხუანა სამკურნალო საშუალებადაა მიჩნეული და არც საქართველო უნდა ჩამორჩეს ამ დამოკიდებულებას.

“ლეგალიზაციის შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ აქედან მიღებული თანხით განათლება, სოციალური დაზღვევა დაფინანსდეს, ხალხს დახმარება და პენსია გაეზარდოს. თავისთავად უნდა მოხდეს დეკრიმინალიზაციაც – ეს ის ეტაპია, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა გაგვევლო. მარტო ამას შეუძლია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითაება. ეს არის მშვიდობის მცენარე. მე ვარ ბიჭის მამა და ზუსტად ამიტომ მინდა მარიხუანას დეკრიმინალიზაცია, რომ ჩემი შვილების განათლება დაფინანსდეს” – აცხადებს მომღერალი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here