სტეფანე მღებრიშვილმა თაყვანისმცემლებს საკუთარი ძველი სიმღერა გაახსენა – „დამიბრუნდი“, რომელიც ახლებური და საინტერესო არანჟირებითა და ვერსიით შემოგვთავაზა, მისმა დიდი ხნის მეგობარმა ნესტან სინჯიკაშვილმა კი მასზე ფერადი კლიპი გადაიღო. ვიდეორგოლში თეკლა ჩიჯავაძე და ვაჟიკო გოდერძიშვილი მონაწილეობენ. ამ წყვილმა სოცქსელები დაიპყრო. კლიპზე მომუშავე ჯგუფი თავიდანვე ეძებდა ორიგინალური გარეგნობის გოგოსა და ბიჭს, რომლებიც მაყურებლის ყურადღებას დაიმსახურებდნენ და ასეც გამოვიდა.
სტეფანეს, თეკლასა და ვაჟიკოს რესტორან „ზალაში“ შევხვდით და მათთან პირველი ინტერვიუ სწორედ „ფორტუნამ“ ჩაწერა.
სტეფანე, გილოცავ ახალ ნამუშევარს. როგორ იპოვე ეს ორი ლამაზი ადამიანი?
ოოო, ძალიან რთულად (იღიმის). იმიტომ კი არა, რომ თბილისში არ ცხოვრობენ ლამაზი ადამიანები, არა, ბევრი ქუჩაში მხვდება, ვინც კლიპში მონაწილეობს, ისინიც ძალიან ლამაზები არიან. უბრალოდ, მთავარი როლის შემსრულებლებზე დიდი პრეტენზიები გვქონდა. მაძალებდნენ, რომ მე უნდა ვყოფილიყავი კლიპში. ჩემი დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ არ გამოვჩენილიყავი, კადრის გაფუჭება არ მინდოდა, მსურდა, მხოლოდ ასეთი ლამაზი ხალხი გამოჩენილიყო… ამან აალაპარაკა ხალხი ძალიან მაგრად. ვრცლად ფოტოები