ჰოლანდიელი ტურისტი ჯასპერ ბლექი, რამდენიმე თვის წინ, მთელმა საქართველომ გაიცნო. ის მეექვსე მილიონი ტურისტი იყო, რომელიც საქართველოში შემოვიდა და მას ოფიციალური დახვედრა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მოუწყო. საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებები ჯასპერმა სოციალურ ქსელში დაწერა: “ასეთი რამ მხოლოდ ტელევიზორში ხდება. ხომ ასეა? კიდევ ერთხელ დაფიქრდით. ეს მე გადამხდა. მუდამ მადლობელი ვიქნები გასაოცარი ქვეყნის საქართველოსი, მისი შესანიშნავი, თბილი ადამიანების; მისი ულამაზესი ბუნების და არაჩვეულებრივი საჭმლის. მიყვარხარ საქართველო. Didi Madloba!
პ.ს. ვეძებ ბილეთს მხოლოდ ერთი მიმართულებით თბილისში“ – წერს ჯასპერი „ფეისბუქში“.
სულ ცოტა ხნის წინ, ჯასპერი საქართველოში ისევ დაბრუნდა და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, გიორგი ჩოგოვაძეს შეხვდა. “მიუზიკ ბოქსის“ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ჯასპერი თბილისში ტურიზმის დეპარტამენტს არ მოუწვევია.
ჩვენს მიერ, მოპოვებული ცნობებით, მისი დაბრუნება საქართველოში „იმედის“ პროექტს უკავშირდება. ის “ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მიიღებს მონაწილეობას.