მორაგბე დაჩი კოპაძე, საკუთარ სიყვარულზე პირველად ალაპარაკდა. როგორც ჟურნალ “OK-სთვის” მიცემულ ინტერვიუში დაჩიმ განაცხადა, მან მომავალი მეუღლე სოციალურ ქსელში გაიცნო.
“მე და დაჩი სამი წელი მეზობლები ვიყავით, მაგრამ ერთმანეთს არ ვიცნობდით, ერთხელ ბავშვს ვასეირნებდი და მას გამოელაპარაკა. შემდეგ სოციალურ ქსელში დავმეგობრდით. აქედან დაიწყო ყველაზე“ – აცხადებს ლიკა.
როგორც დაჩი ინტერვიუში ამბობს, ლიკას ვაჟთან მას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.
“ყველაზე ერთგული და მაგარი ძმაკაცი ჩემთვის ლიკას შვილია. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი“