6 წლის ნინო ქებურია-ჩესნერი, პოპულარული საბავშვო სატელევიზიო ტალანტ-შოუს, მეორე სეზონის მონაწილე გახდა. შოუ რუსეთის “პირველი არხის” ეთერში, ყოველ კვირა დღეს გადის და მისი წამყვანი მაქსიმ გალკინია.
ნინო ქებურია-ჩესნერი მაქსიმ გალკინმა წარადგინა, როგორც ყველაზე ნიჭიერი სოლისტი თავის საბავშვო ბაღში, საერთაშორისო კონკურსების ყველაზე პატარა ლაურეატი და საოცარი ხმის მფლობელი.
ნინო სტუდია “ბალანჩინოს” წევრია, არის მეორე საერთაშორისო კონკურსის “მე ვმღერი” გამარჯვებული, კონკურს “ოქროს ნოტის” პირველი ხარისხის ლაურეატი და ფესტივალ-კონკურსის გრან-პრის მფლობელი.
პატარა გოგონამ შოუში ედიტ პიაფის რეპერტუარიდან ფრანგული სიმღერა შეასრულა.
გამოსვლის შემდეგ, მაქსიმ გალკინმა გოგონას ტრადიციულად მედალი, ყვავილების თაიგული და სხვა საჩუქრები გადასცა.
https://www.youtube.com/watch?time_continue=70&v=-lY_IkoeuyE