“რა კონცერტებიც ბოლო დროს ტარდება და მოვისმინე, ყველგან სავალალო მდგომარეობა იყო“

0
1954

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, თბილისში გრანდიოზული კონცერტი გაიმართა, სადაც ქართველმა მომღერლებმა ჰიმნი ფონოგრამაზე იმღერეს და ფონოგრამა სიმღერის დროს გაწყდა. ამას სოციალურ ქსელში და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შორის, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

სწორედ ამ ფაქტს მიეძღვნა გადაცემა “პრიორიტეტი“, სადაც ირმა სოხაძე, კახაბერი, დათო ოქიტაშვილი და სხვა ცნობილი ადამიანები, პრობლემის შესახებ მსჯელობდნენ. კონცერტზე იმღერა ნინი ბადურაშვილმაც, რომელმაც არსებულ ხარვეზებზე პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

“სიცივეში ორსკესტრის დასმა არ შეიძლება. მხოლოდ შესაბამისი ტემპერატურის დროს უნდა დასვა. ამ დროს ორკესტრი იშლება, მომღერალი ვერ ხვდება საიდან დაიწყოს, ამიტომ უმჯობესია კონცერტები მინუს ფონოგრამაზე ჩატარდეს. რა კონცერტებიც ბოლო დროს ტარდება და მოვისმინე, ყველგან სავალალო მდგომარეობა იყო.  მე არ ვიცი ვინ ითხოვს ორსკესტრს, უბრალოდ ვურჩევ ყველას გაანებონ თავი ორკესტრს“ – განაცხადა ნინი ბადურაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here