თაკო გაჩეჩილაძე „ევროვიზიისთვის“ ემზადება და ამასთანავე, ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელში. ახლახან ვიდეო განათავსა, სადაც ძველ სომხურ სიმღერას ასრულებს. კომენტარებში მან სომხების მხრიდან აღფრთოვანება დაიმსახურა. მათი თქმით, თაკო სიტყვებსაც კარგად გამოთქვამს და მელოდიასაც ზუსტად ასრულებს.
როგორც მომღერალი შესავალში ამბობს, მან მიიღო „ევროვიზიის“ სომეხი მომღერლის გამოწვევა, რომელმაც მანამდე ვიდეო დადო, სადაც „მოხევის ქალო, თინაო“-ს ასრულებდა და თაკოს სთხოვა, მას სომხური სიმღერა შეესრულებინა.