გია ჯაჯანიძე დღეს იუბილარია. ამასთან დაკავშირებით ტელეწამყვანი პოსტს ავრცელებს: “დღეს მთელი დღე სახლში ვიყავი, მოდიოდნენ მეგობრები, მილოცავდნენ და მალე მიდიოდნენ, ჩვეულ განწყობაზე, უბედნიერესი ვიყავი“ – წერს გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში.
“შუალედში ფეისბუქზე შევდიოდი, პირად წერილებს ვპასუხობდი, ყველას მადლობას ვუხდიდი მოლოცვისათვის. უთვალავმა ადამიანმა მომილოცა, საოცარ წერილებს მწერდნენ, ყველას ვკითხულობდი და სიამაყით მევსებოდა გული. გაბადრული, გაბრწყინებული და სიხარულით სავსე დღე დასრულდა. მოვემზადე საერთო წერილი დამეწერა, რათა მადლობა გადამეხადა ყურადღებიანი ადამიანებისთვის.
უცბათ ერთ-ერთ საიტზე, ჩემზე კომენტარს წავაწყდი, ვიღაც ყალბად შექმნილი სახელით საშინელ ტექსტებს წერს. ვერც კი წარმოიდგენთ მსგავს სიტყვებს. მინდოდა დამედო ეს უმსგავსო ტექსტი, მაგრამ ვერ შევძელი, გამბედაობა არ მეყო. ვერ მივხვდი რატომ, ჩამიშხამა? თავად რა მიიღო? სიმართლე გითხრათ ძალიან ვინერვიულე. ერთი აზრი მიტრიალებდა მხოლოდ: ეს ან უკიდურესად გაბოროტებული და დაღუპული ადამიანია, ან დასაღუპად გამზადებული. ვიფიქრე: ჩემი ბედნიერება ადამიანის სიყვარულია, მისი ბედნიერება ხალხის სიძულვილი და გამწარება. სიბრალურის გრძნობა გამიჩნდა და შემაწუხა იმ ადამიანის მდგომარეობამ. კიდევ ერთხელ მივხვდი რა ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა ყველას.“