ირინა სარიშვილმა ტყუპები იშვილა

0
47426

ირინა სარიშვილმა ტყუპები იშვილა. ამის შესახებ სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“რატომ შევხვდით მე და გიორგი ერთმანეთს? რატომ ვიბრძოლეთ ამდენი და რატომ დამთავრდა ყველაფერი ასე? არ მქონდა პასუხი ამ კითხვებზე და დამღრღნა, დამშალა ამ კითხვებმა შვილის დაკარგვის დარდთან ერთად. გიორგიმ გამცა პასუხი, რომ არაფერი არ დამთავრებულა.

21 მარტს შემატყობინეს, რომ ის სტატუსი, რომლისთვისაც ვიბრძოდი გიორგის გამოსაყვანად და მივიღე, მაგრამ გიორგის ვერ მივუსწარი, კიდევ ძალაშია. მერე მითხრეს, რომ ცოტა ხნის წინ გიორგის მსგავსი პრობლემებით დატოვეს 3 თვის ტყუპი დები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. გიორგი თვითონ ტყუპისცალია და მას და ჰყავს.

როგორც მაშინ, როცა გიორგი ხელში ავიყვანე და უცებ მივხვდი, რომ ჩემი მეოთხე შვილი მეჭირა ხელში, ისე ეხლაც, როცა ტყუპების ამბავი მითხრეს, მივხვდი, რომ ჩემს მეხუთე და მეექვსე შვილზე მეუბნებოდნენ. გიორგიმ მიმიყვანა ტყუპ დებამდე. ჩემმა მზემ ორი მზე მაჩუქა. ბარბარე და მარიამი. დღეს საღამოს ჩემ ბიჭებთან და გოგოებთან ერთად შეგეხმიანებით, როცა უკვე ყველა ერთად ვიქნებით –
ლუკა, ირაკლი, საბა, მარიამი, ბარბარე და გიორგი.

ძალიან ბედნიერი ვარ, ისეთი ბედნიერი, რომ მეშინია გული არ გამისკდეს. ყველას, ვინც ჩემს სიხარულს გაიზიარებს
დიდი მადლობა.” – წერს სარიშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here