სოფო ნიჟარაძის ფრთებიან ბლუზას სოცქსელში დიდი რეზონანსი მოჰყვა – რომელ დიზაინერს ეკუთვნის სამოსი

0
2665

„იქს ფაქტორის“ ახალ სეზონზე ჟიურიში სოფო ნიჟარაძე, გიორგი გაბუნია, სტეფანე მღებრიშვილი და ლელა წურწუმია არიან. ყველა მათგანს ჩაცმის ინდივიდუალური სტილი აქვს.

სოფო ნიჟარაძემ პროექტისთვის ახალი მოკლე ვარცხნილობა მოიხდინა. გარდა ამისა, ის სამოსის შერჩევასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ერთ-ერთი ჩაწერისთვის მან წითელი შარვალი და შავ-თეთრი, ორიგინალური ფორმის, ფრთებიანი ბლუზა მოირგო. როგორც თავადვე აღნიშნავს „ინსტაგრამზე“, სამოსის ავტორი ცნობილი ქართველი დიზაინერი, დათუნა სულიკაშვილია. ვრცლად ფოტოები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here