მომღერალი ლელა წურწუმია 6 მაისს, ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტს გამართავს. ის ამჯერად ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველებისთვის იმღერებს. ლელა ამერიკაში მეუღლესთან ერთად გაემგზავრება. შეგახსენებთ, რომ ის ყველაზე მოთხოვნადი ქართველი მომღერალია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველებისთვის, კონცერტებს ყველაზე ხშირად მართავს.