„ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონს არნახული წარმატება ხვდა წილად. პირველი რამდენიმე სერიიდან ამონარიდები სოცქსელში ყველაზე დიდი ინტენსივობით ვრცელდება. გიორგი გაბუნიამ „პოსტ სკრიპტუმში“ სიუჟეტი მეგრულ ენაზე წარადგინა…
სერიებს ისეთი დიდი ინტერესით უყურებენ, რომ მასში შეცდომის აღმოჩენაც შეძლეს. ნინო ნადირაძე-კუზანოვამ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ კენედის დაავადება, რომელიც ნინო მუმლაძის გმირს, ნათიას აღმოაჩნდა, სინამდვილეში არ შეიძლება, ქალს დაემართოს, რადგან ეს დაავადება მხოლოდ მამაკაცებს ემართებათ.
როგორც ნინო წერს:
„ჩცდ-ში საწყალ გოგოს კენედის დაავადება რომ დამართეს, მხოლოდ კაცებს ემართებათ, X ქრომოსომასთან შეჭიდული რეცესიული გენია…“
როგორც გაირკვა, ეს დაავადება გენეტიკური შეუთავსებლობის შედეგია და ქალბატონებს ის არასდროს დაემართება.
მის ამ სტატუსს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის შალვა ოგბაიძისგან, რომელმაც დაწერა: „ალბათ, ქალებს ჟაკლინ კენედის დაავადება დაემართებათ“, რაზეც ნინომ უპასუხა: „ეგ მეც მჭირს (შოპოჰოლიკობას ვგულისხმობ)“.