ირინა ონაშვილსა და ლადო ვარძელაშვილს მეორე შვილი შეეძინათ. მეორეც ბიჭი გახლავთ. წყვილს სოცქსელში პატარას დაბადებას მათი მეგობარი, ჟურნალისტი ვიკა ბუკია ულოცავს შემდეგი ტექსტით – „დაიბადა! 4.600 ❤️ სკოლაში მიდის მგონი ეგრევე J Irina Lado არ დაპატარავდე სტატუსო!“
ირინასა და ლადოს პირველ შვილს საბა ჰქვია. როგორც მოდელი სხვადასხვა ინტერვიუში ამბობს, მის გაზრდაში ძიძა დაეხმარა და მამაც აქტიურად არის ჩართული შვილის აღზრდის ამბებში.
ბოლო პერიოდში ირინა ნაკლებად აქტიურობდა ფეხმძიმობის გამო და არც ინტერვიუები მიუცია.