მომღერალ ქეთი ფარესაშვილს შვილთან, ლევანთან ერთად, კაფე „ორანჟერეაში“ ვუმასპინძლეთ. ქეთისა და ლაშა ღლონტის ერთობლივმა დუეტმა – „ოქროყანის აღმართი“ სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცე „ააფეთქა“ და ქეთის პოპულარობა დაუბრუნა.
მომღერალს საქმესა და პირადზე ვესაუბრეთ.
დიდი ხანია, სცენაზე დგახარ, მაგრამ ლაშა ღლონტთან ერთად ჩაწერილმა სიმღერამ თითქოს ამ პოპულარობის რეინკარნაცია მოახდინა. გქონდა მოლოდინი, რომ ეს სიმღერა სოცქსელს ააფეთქებდა?
ქეთი ფარესაშვილი:
დარწმუნებით როგორ შეიძლება, რამე იცოდე, მაგრამ მოულოდნელი არ ყოფილა, ჩემზე მეტად ლაშა ელოდა. მისი დამსახურებაა, რომ ჩვენი დუეტი შედგა. ჩემი ერთადერთი დამსახურებაა, რომ ბრაზილიური სიმღერა შევარჩიე ამ დუეტისთვის. დანარჩენი – ლაშა მეუბნებოდა, სად უნდა გამეკეთებინა იმპროვიზაცია და ა.შ. ლაშას ნიჭის აღფრთოვანებული ვარ, თავად როგორც შეასრულა ეს სიმღერა, ძალიან მომეწონა. მადლობა მას, რომ ეს დუეტი ასეთი გამოვიდა.
რეინკარნაციასავით რომ მოხდა, ესეც ლაშას დამსახურებაა. ტყუილად არაფერი ხდება. მეც მინდოდა დაბრუნება. მიყვარს ეფექტები, არ მიყვარს მონოტონურობა. ხან გაანათებ, ხან ჩაქრები. ჩვენს ქვეყანაში რა ხანია, შოუბიზნესი მიძინებულია, მინდოდა ეფექტის მოხდენა და ეს ასეც მოხდა. ვრცლად (ფოტოები)