რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ დიმა ობოლაძე “რუსთავი 2“-დან სამუშაოდ, “იმედზე“ გადავიდა.
ამის მიზეზად ტელეწამყვანმა, “მიუზიკ ბოქსთან“ საუბარში, უფრო კარგი სამუშაო პირობები და ანაზღაურება დაასახელა.
როგორც ცნობილი გახდა, დიმა ობოლაძეს „რუსთავი 2“-ზე ლაშა დვალიშვილი შეცვლის. მას უკვე ჰქონდა მოლაპარაკებები არხის ხელმძღვანელობასთან და დღეს კონტრაქტს გააფორმებს.