როგორ დაიკლო ნანუკა გულუამ 50 კილოგრამი?

0
7822

ნანუკა გულუა მაყურებელმა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, დოჩი ალიშბაიას პერსონაჟი გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა. როგორც „მძიმე კაცთან“ სტუმრობისას ნანუკამ განაცხადა, 5 წლის წინ, ის 50 კილოგრამით მეტს იწონიდა. მსახიობის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

როგორ დაიკლო წონაში 50 კილო გულუამ, ამის შესახებ ჟურნალ “გზას“ უამბო:

“ყველაზე დიდი წარმატება და გამარჯვება მაშინ ვიგრძენი, როცა წონაში 50 კილო დავიკელი და აბსოლუტურად სხვა ადამიანი გავხდი. მას შემდეგ, სულ კომპლიმენტებს ვიღებ. 100 კილოზე მეტი ვიყავი, მაგრამ დიეტა ძალიან მსტრესავდა. წონა ას კილოგრამს რომ გადასცდა, მივხვდი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. თავად მოვიფიქრე, რა არ დამსტრესავდა: დილიდან 3 საათამდე ვჭამდი ყველაფერს (ღომს, კუპატს, ნაყინს, ნამცხვარს…) და 3 საათის შემდეგ, მხოლოდ წყალს ვსვამდი. ასე გავატარე 2 წელი და 30 კილო დავიკელი. მერე სხვადასხვაგვარ დიეტას მივმართე და 20 კილო დავიკელი. მოკლედ, 5 წლის წინ, 50 კილოგრამით მეტი ვიყავი… სერიალში გადასაღებად რომ წავედი, წინა საღამოს, სოციალური ქსელიდან “მსუქანი ფოტოები” გავაქრე”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here