ელისო ბოლქვაძე და ანჯელინა ჯოლი ჟენევაში გაეროს ღონისძიებაზე მიიწვიეს

0
2928

ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დიდ დარბაზში, ადამიანთა უფლებების უდიდესი დამცველის – სერხიო ვიეირა დე მელოს ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ჰოლივუდის ვარსკვლავი, მსახიობი – ანჯელინა ჯოლი დაესწრო. მსახიობი გაეროს კეთილი ნების ელჩია, რომელიც აქტიურად მუშაობს ადამიანთა უფლებების დაცვის თემებზე და ლტოლვილთა საკითხებზე მთელს მსოფლიოში.

ღონისძიებაზე მიწვეული იყო, მსოფლიოში აღიარებული ქართველი მუსიკოსი, ელისო ბოლქვაძეც. ელისო ბოლქვაძე ერთადერთი ქართველი ხელოვანი გახლავთ, რომელიც ფლობს “იუნესკოს მშვიდობის არტისტის” საპატიო ტიტულს.

ეს წოდება მუსკოსს პარიზში, 2015 წლის 22 იანვარს, იუნესკოს გენერალური დირექტორის, ქალბატონი ირინა ბოკოვას მიერ გადაეცა, საქველმოქმედო საქმიანობისათვის – ფონდ “ლირას” დაარსებისათვის, რომელიც 2013 წელს დაარსდა, ქართველი ახალგაზრდა პიანისტების დახმარების მიზნით. ელისო ბოლქვაძემ ღონისძიებაზე ბახის, პროკოფიევის და შოპენის ნაწარმოებები შეასრულა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here