“Mercedes-Benz Fashion Week Russia-ს” ფარგლებში, ბრენდმა Isabel Garcia-მ შემოდგომა ზამთარი 2017-ის ახალი კოლექცია წარმოადგინა. ბრენდის მთავარი დიზაინერი ცოტა ხნის წინ, ბიჭოლა გახდა, რომელიც ჩვენებისთვის რუსეთში ჩავიდა. “Манеж”-ის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ჩვენებას, რუსეთში მცხოვრები ცნობილი ქართველები დაესწრნენ, მათ შორის ქეთა თოფურია და ირაკლი ფირცხალავა.
შეგახსენებთ, რომ ქეთა თოფურიას ჩაცმულობაზე, წარსულში ბიჭოლაც ზრუნავდა, მათ კარგი მეგობრობა აკავშირებდათ, მაგრამ მათი გზები გაიყარა და ბიჭოლა ალექსანდრე არუთინოვმა ჩაანაცვლა.