წყვილი, რომელმაც რაგბის ისტორიული თამაში დაჩრდილა

0
3222

ქართველი ბორჯღალოსნების და რუსეთის ნაკრების დაპირისპირება, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ გამარჯვების გამო არ გამხდარა. შესვენების დროს, სტადიოზე ახალგაზრდა მამაკაცმა დავით ნანობაშვილმა, საკუთარ რჩეულს, მარიამ ადეიშვილს ხელი სთხოვა. დავითმა საკუთარი სიყვარულის ისტორიის შესახებ “მიუზიკ ბოქსთან”ისაუბრა.

– დავით, რამდენი ხანია თქვენ და მარიამი ერთად ხართ??

-ერთად ვართ ორწელიწადნახევარია, სამსახურში გავიცანი ერთ-ერთი ტრენინგის დროს და ახლა უკვე ჩემი თანამშრომელია.

– ამ ფორმით, რატომ გადაწყვიტეტ ხელის თხოვნა?  რაგბი, რომელიმე სიყვარულის ისტორიას ხომ არ უკავშირდება ?

– არა, ასე იმიტომ გადავწყვიტე, რომ თვითონ ძალიან უყვარს რაგბი,  ძალიან ბევრი მორაგბე მეგობარი გვყავს და შესაბამისად სიმბოლურად დაემთხვა საქართველო რუსეთის თამაშიც. რეალურად ისეთი გამოვიდა ყველაფერი, როგორიც მინდოდა, მაგრამ ასე მასშტაბურად ხელის თხოვნას ნამდვილად არ ვგეგმავდი.

–  ძალიან მოულოდნელი იყო ალბათ მისთვის…

– ნამდვილად, მარიამი ჯერ კიდევ ეიფორიაშია.

– ვინ დაგეხმარათ ამ ყველაფრის ორგანიზებაში?

– ამაში დამეხმარნენ ჩემი მეგობრები, მერაბ ყუფარაძე, ის არის ყველაფრის სულის ჩამდგმელი. მორაგბეები დავით მალაღურაძე და გიორგი ალექსიშვილი იყვნენ განსაკუთრებით ჩართულები ამ ამბავში.

ხატია ბიბილურიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here