რამდენიმე თვის წინ, მუსიკოსმა სტეფანე მღებრიშვილმა ახალი კლიპის შესახებ ინფორმაცია დაანონსა. სტეფანემ კლიპი ძველი სიმღერის “დამიბრუნდის“ ქავერზე გადაიღო და სოციალურ ქსელში, ვიდეორგოლიდან პატარა მონაკვეთი გამოაქვეყნა. სტეფანეს კლიპში მთავარ როლს თეკლა ჩიჯავაძე ასრულებს. ახალგაზრდა მოდელის გარეგნობას, ინსტაგრამზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „დამიბრუნდის“ პრემიერა 22 მარტს „ნანუკას შოუში“ გაიმართება.
https://www.facebook.com/stephane.mgebrishvili/videos/1358950764143970/