მსახიობი ია ფარულავა საკუთარი სილამაზით განთქმულია. ია გამაახალგაზრდავებელ პროცედურებს “ნატალის“ კლინიკაში იტარებს, მაგრამ ვისაც ამის საშუალება არ აქვს, მათ სახალხო რეცეპტებით დამზადებულ კრემებს ურჩევს, რომელიც დედამ ასწავლა.
“ავიღოთ 1/2 ჭიქა ცხელი წყალი, 1/3 ჭიქა გერკულესი. შეურიეთ ერთამენთს და გააჩერეთ 2 ან 3 წუთი. შემდეგ დაამატეთ 2 სუფრის კოვზი მაწონი, 2 სუფრის კოვზი თაფლი და ერთი კვერცხის ცილა. კარგად აურიეთ და წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.“