ჯეი ზისა და ბიონსეს ჟურნალისტების რისხვა არ ასცდათ – სანამ მუსიკოსები სოციალურ ქსელებში ოჯახურ ფოტოებს აზიარებდნენ და გამოცემები მათი ბედნიერი თანაცხოვრების შესახებ წერდნენ, რეპერი Global Citizen ფესტივალზე მეუღლის გამოსვლას დაესწრო, მაგრამ მარტო არა, მას გვერდს ქალიშვილი – ბლუ აივი უმშვენებდა.
სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი – შემსრულებელი პაპარაცებმა მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ჯეი ზის ხელში უგონო მდგომარეობაში მყოფი შვილი უჭირავს. ამაში განსაკუთრებული არაფერია, რომ არა რამდენიმე დეტალი – კონცერტი გვიან ღამით იმართებოდა, გარეთ ტემპერატურა დაბალი იყო და ბლუ აივის ეძინა.
კონცერტის დასრულებიდან რამდენიმე წუთში ინტერნეტგამოცემებმა ჯეი ზი ცუდ მამობაში დაადანაშაულეს და ბავშვის აღზრდის შესახებ რამდენიმე რჩევაც მისცეს. თუმცა ეს ფაქტი რამდენიმე დღეში აღარავის ემახსოვრება, ბიონსეც სოციალურ ქსელებში მამა-შვილის ახალ ფოტოებს გამოაქვეყნებს, რომლებიც ქუჩის მაგივრად ოჯახურ გარემოში იქნება გადაღებული – გამოცემები კი დაწერენ, რომ ჯეი ზი საუკეთესო მამაა…