დღეს მაია დარსმელიძის დაბადების დღეა, მუსიკოსს ყოფილი ქმარი დაბადების დღეს გერმანიიდან ულოცავს.
“Today is her Birthday! გიჟდება თავის დაბადების დღეზე და მე მეჩხუბება, შენი რატომ არ გიყვარსო… საერთოდ ამ ადამიანთან ყველაზე მეტი დრო გავატარე, ჩემი შვილის დედაა ასევე…
ერთმანეთი გადავჭამეთ, შევჭამეთ, ჰაერი გადავუკეტეთ, სისხლი გავუშრეთ… მაგრამ აღმოჩნდა, რომ მაინც რაღაცნაირად სულ ერთად ვართ და საუკეთესო მეგობრები ვართ. საუკეთესო მეგობრობა კი ბევრს ნიშნავს. მაგარ ჯემს დაადუღებს ხვალ ბიჭებთან ერთად და გული მწყდება, რომ არ ვიქნები და აქედან მივულოცავ დაბადების დღეს! ბედნიერი იყავი, მაია… და რაც მთავარია ჯანმრთელი!
პ.ს: ვინმემ მონიშნეთ, ბევრჯერ წამშალა მეგობრებიდან და ვერ ნახავს…“