თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეთერ კაკულიას სახელი მიენიჭება

0
14

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, “თბილისობის“ დღესასწაულზე ერთ-ერთ ქუჩას ეთერ კაკულიას სახელი მიენიჭება. ამის შესახებ “ეკა ხოფერიას თოქ-შოუში“ გახდა ცნობილი, თუმცა ჯერჯერობით, უცნობია კონკრეტულად რომელ ქუჩაზეა საუბარი.

შეგახსენებთ, რომ ეთერ კაკულია ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 26 ივნისს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომღერალი დროებით, ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალეს. ხოლო შემდეგ ქალაქ თბილისის მერიის, საპატრიარქოსა და მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის კოლორიტს მახათას მთაზე, ახალ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ…