მაკო კობერიძე საზოგადოებამ რამდენიმე კვირის წინ გაიცნო. მან ნოე სულაბერიძის გადაცემაში “18+” მკერდი მოიშიშვლა, რასაც საზოგადოების და გადაცემის სტუმრების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაკოსთან ერთად გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი იყო მომღერალი თიკა ჯამბურია, რომელმაც გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მაკოს მკერდის ნახვის შემდეგ, დიეტა დაიწყო. როგორც ჩანს სკანდალი გრძელდება. “მიუზიკ ბოქსი“ მაკო კობერიძეს ესაუბრა:
– მაკო, როგორ შეაფასებთ თქვენს საქციელს გადაცემაში “18+”?
– გადაცემაში ასეთმა ფრაზამ გაიელვა, თითქოს მკერდის გადმოყრა შპს-ს რეკლამა იყო, რაც არასწორი კომენტარი იყო და ამას არ ვეთანხმები. მე მკერდი წამყვანის კითხვის გამო მოვიშიშვლე. მხოლოდ ძუძუზე არ იყო საუბარი, შემეძლო კომბინიზონი ჩამეხსნა და მერბინა, მაგრამ ამის საშუალებას არავინ მომცემდა. მამაკაცებს მკერდის გარდა სურთ იდეალური დიასახლისი, მოსიყვარულე ცოლი, ლამაზი სხეული და ჯანმრთელი სექსი. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ თიკა ჯამბურიამ სოციალურ ქსელში დაწერა, ამის მკერდის მოშიშვლების მერე, ერთი კვირაა არ მიჭამიაო. ამიტომ ვისარგებლებ შემთხვევით და თიკას მივმართავ, ანრი ჯოხაძემ კი თქვა გადაცემაში, შენ და თიკა დებივით უნდა იყოთო, მაგრამ დებივით ვერ ვიქნებით, რადგან ჩემმა მკერდმა თიკა დიეტაზე დასვა, ბედნიერი ქალი ვარ ამ სიკეთის გაკეთებისთვის.
– გაბრაზებული ხართ თიკა ჯამბურიაზე?
– არა, უბრალოდ მის კომენტარებს ვეხმაურები. თიკა, კიდევ ერთხელ მოვიშიშვლებ შენთვის მკერდს, ოღონდ შენ იყავი დიეტაზე და ბედნიერი.
– როგორ ფიქრობ შეშურდა თიკას თქვენი მკერდის?
– ადამიანი რომელიც პირდაპირ ეტაკება ვიღაცის მკერდს, ბაყვს, ან სხვა ორგანოს და ამის ხარჯზე დიეტაზე ჯდება, ეს შემოტევაა. სხვას ვერაფერს ვიტყვი.