გიგი გაჩეჩილაძეს და ანანო ჯოხაძეს, ცოტა ხნის წინ შვილი შეეძინათ. წყვილმა ბავშვს მაქსიმე დაარქვა, გიგი მეუღლის მშობიარობას დაესწრო. წყვილის მეგობარმა, თამუნა ჩახუნაშვილმა პატარა მაქსიმეს ფოტო, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. “ჩემი გული”, “ძალიან მიყვარხარ”, “უსაყვარლესია” – წერენ კომენტარებში.
შეგახსენებთ, რომ ანანო ჯოხაძემ და გიგი გაჩეჩილაძემ ზაფხულში იქორწინეს.