ნუცა გუნცაძე სოციალურ ქსელში, მისი მეუღლის, მორაგბე გიორგი ლომინაძის ვიდეოს აქვეყნებს. როგორც ვიდეოდან ჩანს, ლომინაძეს კარგი ვოკალური მონაცემები აქვს, ის მუხამბაზს მღერის.
გიორგი ლომინაძე და ნუცა გუნცაძე 21 ივნისს ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე, ავარიის შედეგად დაშავდნენ და ახლა რეაბილიტაციის კურსს გადიან. გიორგის ოცნებაა ისევ შეძლოს რაგბის თამაში და იმედია ასეც იქნება.
https://www.instagram.com/p/BRIzsMfjfiR/