ოთო ნემსაძე ცოლს დაშორდა. ბოლო დღეებია ამის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა გამოცემები ავრცელებენ.
როგორც ირკვევა, მომღერალი და მისი აწ უკვე ყოფილი მეუღლე თათა კუპრავა გასულ თვეში დაშორდნენ, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ახლაღა გაჟღერდა.
შეგახსენებთ, რომ ოთო ნემსაძისა და თამთა კუპრავას რომანი 2014 წლის დასაწყისში დაიწყო და ამავე წლის ივლისში ქორწილით დაგვირგვინდა. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი, თუმცა ცნობილია, რომ თათა ამჟამად ამერიკაში იმყოფება. ამასობაში კი მუსიკოსი სოციალურ ქსელ ფეისბუქში ფოტოს ავეყნებს, რომელზეც შემდეგი წარწერაა: “მე და ის :)) რომ არ გიღალატებს აი ის”…