ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და მადლობას უხდის ყველას, ვინც გუშინ გაამხნევა.
“მინდა ძალიან დიდი და გულითადი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც გვიყურებდით, ვისაც გაუხარდა “რეაქციის რეინკარანცია” ვინ მომილოცეთ, ვინც პირველი გადაცემის სტუმარი იყავით და ვინც გამოგვეხმაურეთ))))))))))))
პირველი ეთერის გამო, სტუმრებს ცოტა დრო დავუთმე, ვერ გავთვალე და მომავალი გადაცემიდან გამოვასწორებ)))))))))) მე ძალიან ბედნიერი ვარ დღეს, რადგან ჩემი “რეაქცია” გავაცოცხლე..
მადლობა ყველას ამ კეთილი სურვილებისა და გამოხმაურებებისთვის. ჩვენი პატარა არხი, დღეიდან ახალ ეტაპზე გადავიდა, რადგან “რეაქციის” გარდა, იმ კვირიდან, ორშაბათს და ხუთშაბათს, დიდი აუდიტორიით და დებატებით, ვახო სანაიას პოლიტიკური თოქ–შოუ იწყება, ოთხშაბათობით –ნინო ჟიჟილაშვილის “პოლიტმეტრი” ხოლო ყოველ სამუშაო დღეს ორზე და ოთხზე, დიანა ტრაპაიძის “დღის ამბები” გავა..
ძალიან მაგარი პროექტები, რომელსაც გიორგი ისაკაძის გუნდი აკეთებს და რომელიც საოცრად მომწონს)))))))))). ასი ათასი მადლობა… არა, მილიონი მადლობა ყველას, ვინც დღეს გვიყურა და გვიგულშემატკივრა)))))))“ – წერს ჟურნალისტი.