სამეფო ოჯახში დიდი გაუგებრობებია. თუმცა ამჯერად არა პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს, არამედ ამ უკანასკნელის დას ეხება საქმე. პაპარაცებმა პიპა მიდლტონი თავის ყოფილ ბოიფრენდთან, ალექს ლოუდონთან ერთად ლონდონში, ლანჩისას დააფიქსირეს.
კემბრიჯის ჰერცოგინია და კრიკეტის მოთამაშე ერთმანეთს 2011 წელს დაშორდნენ და მას შემდეგ მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ისიც ოფიციალურ ღონისძიებაზე, მაგრამ როგორც ირკვევა მათ შორის კვლავ რაღაც ხდება, რაც მალევე გამოვა დღის სინათლეზე. მანამდე კი თუკი მათი უკანასკნელი ერთობლივი ფოტოებით ვიმსჯელებთ პიპას და ალექსს ერთმანეთის მიმართ კვლავ აქვთ გრძნობები.