“სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი“ ევროპულ ტურნეში იმყოფება. ქართველმა მოცეკვავეებმა ევროპელი მაყურებელი კიდევ ერთხელ აღაფრთოვანეს, რასაც ნინო სუხიშვილი ასე ეხმაურება:
“გუშინ კრაკოვში და დღეს ლოდში, ორ–ორი კონცერტი ჩავატარეთ, 2 დღეში 4 კონცერტი! გულწრფელად მიკვირს ჩვენი მოცეკვავეების გამძლეობის, ენერგიისა და თავგანწირვის და ამის მერე, სულ აღარ მაოცებს სავსე დარბაზები, არც ერთი თავისუფალი ადგილი, მაყურებლის კივილი, აღფთოვანება და უწყვეტი ტაში, წინ კიდევ 40 კონცერტია!!!”