სალომე ბაკურაძემ ახალი კლიპი ამერიკაში გადაიღო

მომღერალმა, სალომე ბაკურაძემ ახალი კლიპი გადაიღო, რომლის პრემიერაც მალე შედგება. სალომემ ახალი კლიპი ამერიკაში ვიზიტისას გადაიღო. სიმღერა, მაია კაჭკაჭიშვილმა დაწერა, სალომემ დუეტი მისი მეჯვარის შვილთან, ელენე ნიკოლავასთან ჩაწერა. კლიპის გადაღებები ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში გაიმართა.

სალომე ბაკურაძე ამერიკაში მეუღლესთან ერთად, დასასვენებლად იმყოფებოდა და ეს დრო, კლიპის გადაღებისთვისაც გამოიყენა.  

Scroll to Top