ბერლინალეზე, ადგილობრივი დროით 21:30 საათზე, რეზო გიგინეიშვილის ფილმის “მძევლების” პრემიერა გაიმართება. 1983 წლის ტრაგედიაზე გადაღებული ფილმის, წინასაპრემიერო ჩვენება, ბერლინში რამდენჯერმე უკვე გაიმართა.
ლაშა ბუღაძის სცენარის მიხედვით, რეალურ ისტორიაზე გადაღებულ “მძევლებში” პერსონაჟები პირდაპირ იდენტიფიცირებულები არ არიან. მათი სახელები და გვარები გამიზნულადაა შეცვლილი. ამ ისტორიის ერთ–ერთ ყველაზე ტრაგიკული პერონაჟის, მღვდელი თეოდორე ჩიხლაძის როლს, ქორეოგრფი და მოცეკვავე, ილიკო სუხიშვილი თამაშობს. ის ბერლინშია და დღეს პრემიერასაც დაესწრება.