ფეხბურთელების მიმართ გოგონების ინტერესი, ყოველთვის განსაკუთრებულია, რადგან ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობენ. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრთა უმეტესობა, ძირითადად დაქორწინებულია, ვინ არიან ქართველი ფეხბურთელების ცოლები, ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.
თორნიკე ოქრიაშვილის მეორე ნახევარი, ლიკი მუზაშვილია. ისინი უკვე ექვსი წელია ცოლ-ქმარნი არიან. მათ ორი შვილი ჰყავთ, ოთხი წლის ალექსანდრე და წლინახევრის დანიელი.
ჯანო ანანიძის რჩეული, მარიამ ფურელიანი გახლავთ. ისინი ამჟამად მოსკოვში ცხოვრობენ. ჯანოს და მარიამს ერთი პატარა გოგონა ჰყავთ, რომელსაც ნიაკო ჰქვია.
ლევან მჭედლიძის მეუღლე, ხატია ხვადაგიანი გახლავთ. ისინი ამჟამად იტალიაში ცხოვრებენ და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ, რომელსაც მშობლებმა სოფი და გიორგი დაარქვეს. მათი წყვილი სამაგალითოდ ითვლება.
გიორგი ლორიას მეუღლე სოფი ლორიაა. წყვილი გიორგის კარიერის გამო საზღვარგარეთ ცხოვრობს. მათ პატარა ჯერჯერობით არ ჰყავთ. სოფო გიორგის დიდი გულშემატკივარია. ამას ისიც მოწმობს რომ ის გიორგის ყველა თამაშს ესწრება.
ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი, რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა, მისი მეუღლე უმშვენიერესი გვანცა ნიშნიაძეა. წყვილს სამი წლის ქალიშვილი ჰყავს, ვაკო და გვანცა საზღვარგარეთ ცხოვრობენ, რადგან ვაკო არმენის ვიტესის ფეხბურთელია.