ვინ არის კესარია აბრამიძის ნამდვილი სიყვარული?

0
11394

კესარია აბრამიძე საკუთარი გარეგნობით სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. რამდენიმე დღის წინ, მან სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რასაც დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა. კესარია ფოტოებზე შესაშურად ლამაზია. მის გარშემო ბოლო დროს არაერთი ჭორი გავრცელდა, რომელსაც კესო, პირველად სწორედ „მიუზიკ ბოქსთან“ საუბარში უპასუხებს.

– კესარია, სოციალურ ქსელში ახალი ფოტოსესიის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნეთ, რა პროექტისთვის გადაიღეთ ეს ფოტოები?

– ერთ-ერთი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსიდან დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს, მათი სახე გავმხდარიყავი, სწორედ ამიტომ გადავიღე ეს ახალი ფოტოები. ფოტოების ნაწილი რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე, სრულ ვერსიას კი მოგვიანებით იხილავთ.

– ბოლო დროს გავრცელდა ჭორი, კესარიამ საჯდომის ოპერაცია გაიკეთაო, მართალია?

– არ არის ეს ინფორმაცია მართალი. მე აქტიური ცხოვრების წესით ვცხოვრობ, კერძოდ ვვარჯიშობ, რაც საგრძნობლად აისახა ჩემს სხეულზე, სწორედ აქედან გავრცელდა ჭორი იმის თაობაზე, თითქოს საჯდომის ოპერაცია გავიკეთე.

– ცოტა ხნის წინ, ყვითელი პრესა იმის შესახებ, ალაპარაკდა, რომ შეყვარებული გყავთ, ვინ არის თქვენი რჩეული?

– ნამდვილად ვარ შეყვარებული, მაგრამ ვინ არის ეს ადამიანი ვერ ვიტყვი. ერთად ძალიან ბედნიერები ვართ, ის არის ჩემი ნამდვილი სიყვარული. არაჩვეულებრივი ადამიანია, შემდგარი და ჩამოყალიბებული მამაკაცია. ბევრ გოგოს მოსწონს, ზოგიერთი ჩემი კარგად ნაცნობიც კი „ნადირობს“ მასზე,   მაგრამ ჩვენ ერთად ძალიან ბედნიერები ვართ და ვერავინ შეძლებს მის მონადირებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here