“მაღალი ციცო“ საქართველოდან წავიდა

0
79

უკვე რამდენიმე თვეა ქართული ინტერნეტსივრცე “მაღალმა ციცომ“ დაიპყრო. ფეისბუქ გვერდი, რომელიც ინტერნეტში მომხმარებლებს ყოველდღიურად არაერთ სახალისო პოსტს სთავაზობდა კიბერ სივრცეს გასცდა და 28 სექტემბერს “მაღალი ციცო“ გადაცემის, “მძიმე კაცთან“ სტუმარი გახლავთ.

გადაცემის ანონსის გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებისგან და დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო “მაღალი ციცო“. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს უკანასკნელი თითების თეატრის მსახიობი და რადიოწამყვანი გიგი გოგოლაძე გახლავთ, რასაც ფეისბუქის მომხმარებლების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, რადგან ყველა ელოდა, რომ “მაღალი ციცოს“ ნიღბის უკან მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იმალებოდა.

რამდენიმე საათის წინ გიგიმ საქართველო დატოვა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, შესაძლოა მსახიობი სამშობლოში აღარ დაბრუნდეს. უცნობია თუ რა ბედი ეწევა “მაღალ ციცოს“ და გააგრძელებს თუ არა ის ამერიკიდან ქართველი გულშემატკივრების გახალისებას…