სერიალი “ხელოვნური სუნთქვა“ ეთერში ბრუნდება. “რუსთავი 2“-ის და “ფორმულა კრეატივის“ რეიტინგული სატელევიზიო დრამა, დეკემბერში უსახსრობის გამო დაიხურა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ინგა გრიგოლია ნიკა გვარამიას, პროექტის შეჩერების გამო აქციებითაც კი დაემუქრა.
პროდუსერი ირაკლი საღინაძე, პროექტის დახურვის მიზეზად სპონსორის არარსებობას და “რუსთავი 2“-ის დაყადაღებას ასახელებს. მაგრამ პროექტის შემქმნელებმა ახალი სპონსორი უკვე იშოვეს და მალე გადაღებები ისევ განახლდება.
როდის გამოვაა „ხელოვნური სუნთქვის“ მორიგი სეზონი ჯერჯერობით უცნობია.