„ნიუტონის“ სოლისტს, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, დახმარება სჭირდება!..

0
1850

ჯგუფი „ნიუტონი“ ქართველი მსმენელისთვის ძალიან კარგადაა ცნობილი. „ნიუტონი“ უკვე დიდი ხანია, ქართულ მუსიკალურ სამყაროში მუშაობს, პიანისტი თამარ ბაბილუა კი სამი წელიწადია, მის შემადგენლობაშია.

თამარის, ანუ ბაბის, როგორც მას ახლობლები ეძახიან, ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ დიდი ხანია, ცნობილია. მას სიმსივნე ჰქონდა და შესაბამისი მკურნალობაც გაიარა, თუმცა მცირე ხნის წინ ბაბის მდგომარეობა ისევ დამძიმდა.

2 თებერვალს მუსიკოსს ოპერაცია გაუკეთდა, ახლა კი მკურნალობის გაგრძელებაა საჭირო. ანალიზების პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი, დასჭირდება თუ არა სამკურნალოდ თურქეთში გამგზავრება, მანამდე კი საქართველოშია და კონკრეტული კურსის გასავლელად გარკვეული თანხა სჭირდება.

ბაბის დასახმარებლად ქართველი მუსიკოსების დიდი ნაწილი ერთიანდება. პირველი ღონისძიება ბაბისთვის „რუფტოპ ტერასაზე“ 18 თებერვალს გაიმართება. საღამოს ათი საათიდან „რუფტოპში“ იმღერებენ: ზვიად ბოლქვაძე, გიგი დედალამაზიშვილი, ოთო ნემსაძე, ლუკა ზაქარიაძე, გიორგი სუხიტაშვილი,გიგი ადამაშვილი, ანი კეკუა, სალომე კორკოტაშვილი, ქეთი ორჯონიკიძე, მარიკო ებრალიძე და რა თქმა უნდა, „ნიუტონი“.

საქველმოქმედო კონცერტს წაიყვანს ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე. კონცერტის შემდეგ დაუკრავს DJ Nick.

ტერასაზე სულ 150 ადგილია მაგიდასთან. ერთი ბილეთის ფასია 30 ლარი, ბართან ბილეთის ღირებულებაა 20 ლარი. მაგიდის რეზერვაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ: 599986466.

გარდა ამისა, ბაბისთვის შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე:

თიბისი ბანკი

ანგარიშის ნომერი:  GE43TB7633445063600042

მიმღები: შალვა ღელეყვა

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here