მცირე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე კორკოტაშვილი, რომელიც ამერიკული ხმის ჩამწერი სტუდიის Songbuilderstudio-ს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა, აშშ–ში გამგზავრებას ფინანსური პრობლემის გამო ვერ ახერხებდა. იქ მას ელოდებიან, რათა ერთი კომპოზიციის არანჟირება და ჩაწერა საკუთარ თავზე აიღონ, შემდეგ კი ეს სიმღერა რამდენიმე ასეულ რადიოში დაატრიალონ.
სალომემ ამ კონკურსში 15 000 მონაწილეს შორის გაიმარჯვა სიმღერით „Wayside“.
ახლახან მომღერალმა „ფეისბუქზე“ განათავსა პოსტი, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მან დაფინანსება მიიღო.
რამდენიმე საათის წინ, ფონდ „იავნანას“ ოფიციალურ გვერდზე სალომე კორკოტაშვილის ვიდეო გავრცელდა, სალომე ვიდეოში ფორტეპიანოზე „იავნანას“ ჰიმნს უკრავს. ვიდეოს შემდეგი აღწერა აქვს: “ფონდი “იავნანა” ულოცავს სალომე კორკოტაშვილს მნიშვნელოვან კონკურში გამარჯვებას. სალომე 1 მარტს უკვე მიემგზავრება ამერიკაში. გვიხარია რომ ფონდი ახერხებს მისთვის თანადგომის გაწევას, მანამდე კი SALIO სტუმრად “იავნანას” სალონში “მე მინდა მქონდეს თბილი სახლი“, სიმღერის პრემიერიდან 9 წლის შემდეგ.”
ვიდეორგოლში სალომე „იავნანას“ ოცნებების ასრულებისთვის მადლობას უხდის.