ეკა ხოფერიას გუშინდელი გადაცემის სტუმრები, განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა და მისი ოჯახის წევრები იყვნენ. მინისტრს ორი ქალიშვილი ჰყავს, მაკო და ელენე. მაკო 20 წლიდან მარტო ცხოვრობს. ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაცემაში, მისი და მისი მეუღლის სიყვარულის ისტორიის შესახებაც ისაუბრა.
„მე მახსოვს პირველად როდის ვნახე, უნივერსიტეტში ლიფტთან შეგვხვდა მე და ჩემს მეგობარ შოთა ღვინიანიძეს. გაიღო ლიფტი, გამოვიდა ნატო, ძალიან კოხტა… იკითხა შოთა ღვინიანიძე სად იქნებაო, ვიფიქრე ასეთ კარგ გოგოს შოთასთან რა უდნათქო, მაგრამ მაშინ არაფერი შემიმჩნევია. შემდეგ საერთო მეგობარმა გამაცნო, ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები და შემდეგ დავქორწინდით. ჩემი და იყო თარჯიმანი, დელეგაციამ 300 დოლარი გადაუხადა თარგმანში, მან ეს თანხა მოგვცა და ამით გადავიხადეთ ქორწილი. 300 დოლარში შედიოდა ორივეს ჩაცმაც და სხვა რაღაცეებიც. ავიმხეთ ყველაფერი“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ „ეკა ხოფერიას შოუში“.