აშერმა ფარულად იქორწინა

0
14

აშერმა ყველა მოტყუებული დატოვა – როგორც ირკვევა შემსრულებელმა და მისმა დიდი ხნის მეგობარმა გოგომ, გრეის მიგელმა იქორწინეს. წყვილის ქორწილი 22 სექტემბერს, მათი უახლოესი მეგობრებისა და ნათესავების გარემოცვაში შედგა, ცერემონიას ასამდე ადამიანი ესწრებოდა და გეტყვით, რომ მათ შორის ჟურნალისტები და მედიის სხვა წარმომადგენლები ნამდვილად არ იყვნენ.

ვერ გეტყვით რატომ გადაწვიტა მომღერალმა ქორწინების გასაიდუმლოება, თუმცა გამოცემებს ეს ფაქტი მაინც არ გამორჩენიათ და ისიც გაარკვიეს, რომ აშერი და გრეისი თაფლობის თვეს კუბაზე ატარებენ.

შეგახსენებთ, რომ მუსიკოსმა და მისმა მეუღლემ რომანი 2009 წელს დაიწყეს. თავიდან მათი ურთიერთობა საქმიანი გახლდათ, თუმცა მოგვიანებით მათ შორის გრძნობები გაჩნდა და მიმდინარე წლის იანვარში ნიშნობის შესახებაც განაცხადეს…