„მერამდენედ ვუყურებ ამ ფოტოს და არ მჯერა“ – “მისტერ ვალენტინის“ კონკურსანტებს სოციალურ ქსელში დასცინიან

0
2387

“მისტერ ვალენტინი 2017“-ის ტიტულისთვის მზადებას ათი ბიჭი გადის, მათ შორის არიან მქსოველი და მოკრივე. მამაკაცების კონკურსის ოფიციალურ გვერდზე, მზადების პროცესის ამსახველი ფოტო-მასალა, პერიოდულად ვრცელდება. „მისტერ ვალენტინის“ პოტენციური კანდიდატები აქტიურ მომზადებას, საცურაო აუზზე გადიან.

გამაჯანსაღებელ ცენტრში გადაღებული შიშველი ბიჭების ფოტოს, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა: „მერამდენედ ვუყურებ ამ ფოტოს და არ მჯერა“, „ღმერთო ოღონდ ჩვენ გადმოგვხედე“, „მისტერ მსოფლიო ვყოფილვარ და ვერ გამიგია“, „კიდე ეს მაჩვზღარბები“, „მაქსიმუმ დონ ჩიჩო აირჩეს“, „დაბალი თავმოყვარეობის დონით ფასდებიან?“-წერენ კომენტარებში.

„მისტერ ვალენტინი“ წელს მეცხრედ ტარდება, კონკურსის ორგანიზატორი ამჯერად კახი ხაბეიშვილია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here