ინგა გრიგოლია გადაცემა “რეაქციას” ანახლებს. განახლებული გადაცემა კვლავ “TV პირველის” ეთერში თებერვლის ბოლოდან გავა.
“ხო, მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით, რომ გადავწყვიტე, “რეაქცია” გავაცოცხლო)))))))) თებერვლის ბოლოდან ვიქნებით ეთერში, რა თქმა უნდა, ტვ “პირველზე”)))) ფორმატი–იგივე, “რეაქციისეული” და თქვენთვის უკვე ნაცნობი. ძალიან მომენატრა დიდი თოქ–შოუ და რადგან ამ ფორმატის გადაცემები ბევრი აღარაა ტელე–სივრცეში, ცოტა ვიფიქრე თუ ბევრი, გადავწყვიტე და ვიწყებ))))))” – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.
ინგა გრიგოლია მაყურებელს ახალი წლის დღეებში დაემშვიდობა, დღის ამბების წამყვანის პოსტზე გრიგოლია დიანა ტრაპაიძემ შეცვალა.