„ნიჭიერი 2017“-ის გამარჯვებული 28 წლის ეკა აბულაძე გახდა. მან ხმების 42 % მიიღო. გამარჯვება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ეკა აბულაძემ პროექტის დასრულების შემდეგ პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მას და ჰყავს მძიმედ დაავადებული, თუმცა ეს ისტორია პროექტის მოსაგებად არ გამოუყენებია. რა სჭირს მომღერლის დას, ამის შესახებ ეკამ „თბილისელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„თურმე აუცილებლად უნდა მეტირა, რომ ჩემს წარმატებაზე ვინმეს ეფიქრა. ამხელა თანხა რომ მქონოდა, კარიერას მოვიწყობდი. ჩემი სახლი მექნებოდა, ჩემს დას ვუმკურნალებდი. რომელსაც ცერებრალური დამბლა აქვს. ღმერთის წყალობით ისე მძიმედ არ გამოიყურება, რაც დედის დამსახურებაა. საქართველოში ამ დაავადების ბოლომდე განკურნება შეუძლებელია“ – განუცხადა „თბილისელებს“ ეკა აბულაძემ.