„სიყვარული ერთ კადრში“ – ხმის მიცემა დაიწყო!..

0
1624

„Musicbox“-ისა და „ფორტუნა +“-ის ერთობლივი პროექტი „სიყვარული ერთ კადრში“, რომელიც ყველაზე ორიგინალური, ლამაზი და საინტერესო შეყვარებული წყვილის გამოვლენას ისახავს მიზნად, აქტიურ ფაზაში შევიდა. დღეიდან, 6 თებერვლიდან, უკვე ხმის მიცემაა შესაძლებელი. სასურველი კანდიდატურისთვის ან რამდენიმე მათგანისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ 24 საათში ერთხელ. ეს პროცესი 12 თებერვალამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილეობის მსურველმა წყვილებმა საიტზე საკუთარი ფოტოები ატვირთეს და თითო ფრაზა დააწერეს. სულ კონკურსში 129 წყვილი მონაწილეობს.

იმისთვის, რომ კონკურსში სასურველ კანდიდატურას მისცეთ ხმა, ეწვიეთ საიტს – http://fortunaplus.ge/lovestory.

შეგახსენებთ, რომ პირველ რიგში, დასახელდება ინტერნეტმომხმარებლის რჩეული, ანუ ის, ვინც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. ის 14 თებერვალს ლოპოტაზე გაატარებს თავის რჩეულთან ერთად!.. ტელეკომპანია „Musicbox“ კი მათზე სიუჟეტს მოამზადებს.

ტელეკომპანია „Musicbox“ და რადიო „ფორტუნა +“ თავიანთ რჩეულებს გამოავლენენ. მათ გადაეცემათ რესტორან „ტერასასგან“ – რომანტიკული ვახშმის ვაუჩერები!..

აღსანიშნავია, რომ თავიანთ რჩეულებს დაასახელებენ და საჩუქრებს გადასცემენ მულტიბრენდული, ექსკლუზიური სამკაულების გალერეა-ბუტიკი „Ponte Vecchio“ და პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ისი პარი“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here